logo
ENG



"იმიტომ მოვედი, რომ გვერდში დავუდგე კალაძეს და გუნდს" - ცერცვაძე ოცნების ოფისთან მივიდა

02 ოქტ 202120:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/02/hlcsrvjnyfh4xfp.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქართული ოცნების ოფისთან მივიდა.

მისი თქმით, სურს, რომ კალაძეს და ოცნებას გვერდში დაუდგეს.

"იმიტომ მოვედი, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს აი, ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება შედეგების დათვლა და გამოქვეყნება", - თქვა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის თანახმად, კალაძემ 43% აიღო, მელიამ - 39%. ეს არის 18:00 საათის მონაცემები.


close დახურვა